სერვისცენტრში შესატანი განცხადებები

ძირითადი პროცედურული საკითხები
, რის თაობაზეც მოქალაქეები განცხადებით მიმართავენ 
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისრაიონულ სერვისცენტრებს

აბონენტის  დასახელების ცვლილება

შემთხვევა, როდესაცბინას ეცვლება მფლობელი, რომელსაც სურს სურს გადახდის ქვითარში აბონენტის გვარის კორექტირება

  • დაინტერესებული პირი  GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
  • აბონენტის ნომერი
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  •  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
  • აბონენტი განცხადებაზე პასუხს 10 კალენდარული დღის განმავლობაში    მიიღებს.

აბონენტის სულადობის შესწორება

შემთხვევა, როდესაც ფიზიკურ პირს ოჯახის წევრის გარდაცვალების, პატიმრობის, სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან ამოწერის ან დამატების გამო სურს სულადობის კორექტირება

  • დაინტერესებული პირი  GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
  • აბონენტის ნომერი
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
  • აბონენტი განცხადებაზე პასუხს 10 კალენდარული დღის განმავლობაში    მიიღებს.

დარიცხვის კორექტირება ფიზიკური პირისთვის

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
    • აბონენტის ნომერი
    •  ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
    •  ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან
    •  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
    • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
    • აბონენტი განცხადებაზე პასუხს 10 კალენდარული დღის განმავლობაში  მიიღებს.

მოსახლის დავალიანების გადატანა ერთი აბონენტიდან მეორეზე

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
    • ორივე აბონენტის ნომრები
    •  ორივე აბონენტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
    •  ორივე აბონენტის ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან
    •  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები.
    • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
    • აბონენტები განცხადებაზე პასუხს 10 კალენდარული დღის განმავლობაში  მიიღებენ.

ფიზიკური პირის ახალ აბონენტად დარეგისტრირება

შემთხვევა: საცხოვრებლის გაფართოება, ოჯახის ორად გაყოფა, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებლად გადასვლა

ფიზიკური პირი აბონირებისას არ საჭიროებს ტექნიკურ პირობას

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
    • თელასის აბონენტის ნომერი
    • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
    • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
    • აბონენტი განცხადებაზე პასუხს 10 კალენდარული დღის განმავლობაში    მიიღებს.

ფიზიკური პირისთვის დავალიანების გადანაწილება

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
    • აბონენტის ნომერი
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
    • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
    • აბონენტი განცხადებაზე პასუხს 10 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღებს.

მოსახლის მრიცხველთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

შემთხვევა, როდესაც ფიზიკურ პირს მრიცხველთან დაკავშირებით რაიმე ტიპის პრობლემა აქვს:

  • არასათანადო ადგილას დამონტაჟებული მრიცხველის გადატანა/ხელახალი მონტაჟი
  • უკუღმა დამონტაჟებული მრიცხველის ხელახლა დამონტაჟება/შესწორება
  • დაზიანებული მრიცხველის შეცვლა
  • აღრიცხვის კვანძზე არსებული დაზიანების (მილთან მიერთების ადგილები, გაჟონვა) შეკეთება
  • არასათანადოდ მიერთებული ქსელის გამართვა
  • მრიცხველის ფილტრის გაწმენდა
  • დაზიანებული ჩამკეტის (ვენტილის) შეცვლა.

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
    • განაცხადი გადაეცემა GWP-ის გამრიცხველიანების საკოორდინაციო ჯგუფს, რის შემდეგაც ტექნიკური პერსონალი უშუალოდ უკავშირდება მომხმარებელს და, პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, ათანხმებს მასთან სამუშაოს შესრულების თარიღსა და დროს.

შემთხვევა, როდესაც ფიზიკურ პირს სურს მრიცხველის ძველი პლომბის ახლით შეცვლა (ჩამოვარდნილი, დაჟანგული ან დაზიანებული პლომბი)

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
    • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს, რის შემდეგაც ტექნიკური პერსონალი უშუალოდ უკავშირდება მომხმარებელს და, პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, ათანხმებს მასთან სამუშაოს შესრულების თარიღსა და დროს.

იურიდიული პირისთვის სახელწოდების შეცვლა

შემთხვევა, როდესაც კომპანიამ იქირავა ან შეიძინა ფართი და  სურს დარეგისტრირდეს

GWP-ში ახალი სახელით

  • ქირავნობა
  • შეძენა
  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას.

ფართის ქირავნობის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად
  •  ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მფლობელის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად
  •  საიჯარო ხელშეკრულება
  •  ფართის მეპატრონის თანხმობა

ფართის შეძენის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მფლობელის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად
  • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
  • აბონენტი განცხადებაზე პასუხს 10 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღებს.

იურიდიული პირის კუთვნილ მრიცხველთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

შემთხვევა : მრიცხველის მოხსნა, გადატანა, პლომბის  დაზიანება, პლომბის  მოხსნა, მრიცხველის დაზიანება

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
    • აბონენტის ნომერი
    • დირექტორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მინდობილობა მესამე პირზე.
    • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
    • 10 კალენდარული დღის განმავლობაში GWP-ის აღმრიცხველები შესაბამის სამუშაოებს განახორციელებენ
    • იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი მილის დაზიანების შესახებ წერს განცხადებას, მას სასწრაფო განაცხადის სტატუსი მიენიჭება და ჩატარდება შესაბამისი გადაუდებელი სამუშაოები. 

აბონენტის ბრუნვის ისტორიის მოთხოვნა

შემთხვევა, როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი თანხის დარიცხვის ამონაწერს ითხოვს

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას:
    • ფიზიკური პირი
    • იურიდიული პირი

  • ფიზიკური პირის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
    • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
    • მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი
    • იურიდიული პირის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
      • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
      • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
      • მფლობელისა და დირექტორის პირადობის ასლები
      • აბონენტი ბრუნვის ისტორიას მიიღებს  სურვილისამებრ - ან განცხადების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში GWP-ის მიმღებ კანცელარიაში ან, მისთვის სასურველ მისამართზე, ფოსტის საშუალებით.

იურიდიული პირების აბონენტად დარეგისტრირება

შემთხვევა, როდესაც ერთ შენობაში დარეგისტრირებულია რამდენიმე კომპანია და ერთ-ერთს სურს ქვეაბონენტად დაფიქსირდეს.

კომერციული ფართები არ საჭიროებენ ტექნიკურ პირობას

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას.
    • საკუთრება
    • ქირავნობა

საკუთრების შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მფლობელის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად.

ქირავნობის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მფლობელის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად
  • ქირავნობის ხელშეკრულება
  • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
  • აბონენტი განცხადებაზე პასუხს 10 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღებს.

იურიდიული პირებისთვის მრიცხველების დამონტაჟება

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
    • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
    • დირექტორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
    • განმცხადებელი კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას
    • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
    • აბონენტი განცხადებაზე პასუხს 45 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღებს.

იურიდიული პირებისთვის დავალიანების განაწილება

  • დაინტერესებული პირი მისთვის სასურველ GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში წერს განცხადებას, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
    • აბონენტის ნომერი
    • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
    • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
    • მფლობელისა და დირექტორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები
    • განმცხადებლის დოკუმენტაცია გადაეცემა GWP-ის კომერციულ სამსახურს
    • აბონენტი განცხადებაზე პასუხს 10 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღებს.

საცხოვრებელ კორპუსში კომერციული აბონენტის დარეგისტრირება

  • დაინტერესებული პირი GWP-ის რაიონულ სერვისცენტრში (საცხოვრებელი მისამართის მიხედვით) წერს განცხადებას.
    • საკუთრება
    • Ø ქირავნობა

საკუთრების შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მფლობელის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად

ქირავნობის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მფლობელის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად
  • მესაკუთრის თანხმობა