ახალი ამბები
...

26/06/2014 GWP -ს საკანალიზაციო კოლექტორის დაზიანება

 

დიდ დიღომში, ტარიელის ქუჩაზე 800 მმ-იანი საკალანალიზაციო რკინა-ბეტონის კოლექტორის 11-მეტრიანი მონაკვეთი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურ ბრიგადას, დღეს, მიწიდან ამოღებული დახვდა. კომპანიის ტექნიკური ბრიგადა აღნიშნულ ქუჩაზე გაურკვეველი ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით მივიდა.

შესაძლო დაზიანების თაობაზე კომპანიის ცხელ ხაზს ტარიელის ქუჩის მაცხოვრებლებმა აცნობეს. მათი თქმით, საკანალიზაციო წყლები დიდ დიღომში მდებარე ტარიელის ქუჩაზე მიწიდან ამოდიოდა. ადგილზე მისულ ტექნიკურ ბრიგადას, დაზიანების ნაცვლად, 800 მმ-იანი საკანალიზაციო მაგისტრალური მილის 11-მეტრიანი მონაკვეთი მიწიდან გამქრალი დახვდა. ამ ფაქტის გამოაშკარავება საგზაო სამუშაოების შედეგად მოხდა, კერძოდ კი, მძიმე ტექნიკას, რომელსაც გზა გაჰყავდა, მიწა გამოეცალა და დიდ ორმოში ჩავარდა - მილის არარსებობის გამო გრუნტმა, ქვეშშექმნილი სიცარიელის გამო, ტრაქტორის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩავარდა.   

კომპანიის წყალარინების საავარიო ბრიგადის უფროსის თქმით, ტარიელის ქუჩაზე ტრაქტორის მიწაში ჩავარდნის შესახებ მათ საგზაო დეპარტამენტის მუშებისგან შეტყვეს. ბრიგადის უფროსის ვარაუდით, ტრაქტორის ჩავარდნა კოლექტორის არარსებობით შექმნილი სიცარიელის გამო მოხდა. აღნიშნულის შესახებ ტექნიკურმა ბრიგადამ კომპანიის წყალარინების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და უსაფრთხოების სამსახურს აცნობა.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალარინების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯამილა ჩაჩხალია აცხადებს, 11-მეტრიან მონაკვეთზე საერთოდ აღარ არსებობს კოლექტორი, აღმოჩენილია  მხოლოდ მილის 2-მეტრიანი ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილები დაკარგულია. მისი თქმით, კოლექტორის გაუჩინარების მიზეზი ამ ეტაპზე გაურკვეველია, არადა, აღნიშნული ქსელი გამართულად მუშაობდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოკვლევას აწარმოებს.

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები