ახალი ამბები
...

01/02/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ დაზიანებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

 

 
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები მობილიზებულია ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ე.წ. მოდულის შენობის მიმდებარედ, თავხელიძის  .N 1-თან, სადაც მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლა მოხდა. საძირკვლის ჩამონგრევის შედეგად, დაზიანდა იქვე გამავალი საკანალიზაციო მაგისტრალური მილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა. სამუშაოების ოპერატიულად და სათანადოდ ჩატარების მიზნით, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე კორპუსებს - N78ბ, 76ბ-ს და "საქართველოს გაერთიანებული  ალმომარაგების კომპანიის" ოფისს ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს.
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელთარსებული ინფორმაციით, მშენებლობას აწარმოებდა სამშენებლო კომპანია შპს "ბანი", რომელსაც მშენებლობის საწარმოებლად 2007 წელს აღებული ტექნიკური პირობა არ ჰქონდა განახლებული, ამასთან, შპს "ბანს" არც საძირკვლისთვის გათხრილი ქვაბული ჰქონდა ტექნიკური ნორმების დაცვით გამაგრებული, რამაც მიწის ჩამოწოლა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკანალიზაციო ქსელის დაზიანება გამოიწვია. 
 
ამ დროისთვის კომპანიის საავარიო ბრიგადები დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის აღსადგენად გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ.  
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება მაქსიმალურად სრაფად დაასრულოს სამუშაოები და ჩამოთვლილ ქუჩებს წყალმომარაგება აღუდგინოს. წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით გაცნობებთ. 
 
 
 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები