ახალი ამბები
...

06/02/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალი მაგისტრალური ქსელები გაჰყავს

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დღეიდან, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალი მაგისტრალური ქსელების გაყვანას იწყებს. საპროექტო გეგმით გათვალისწინებულია როგორც წყალსადენის, ასევე საკანალიზაციო მილების მთლიანად განახლდება. ამ ეტაპზე, ყოფილი ელბაქიძის აღმართზე, ახლანდელ ჯავახიშვილის ქუჩაზე ინტენსიური კომპლექსური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურიც მონაწილეობს. სამუშაოების მიმდინარეობას კი საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო კურირებს. 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილისა და  საკოორდინაციო საბჭოს წევრის - ომარ გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ელბაქიძის აღმართზე არსებული ძველი თუჯის მაგისტრალური ქსელი კარგ მდგომარეობაში იყო, კომპანია, მიმდინარე სამუშაოების მასშტაბიდან გამომდინარე, ყველა მილს ახლით ცვლის. უმაღლესი ხარისხის ქარხნული წარმოების  ფოლადის იზოლირებული წყლის მილებით 700 მეტრიანი ახალი ქსელი მოეწყობა. მისი თქმით,  ქარხნული წარმოების ხარისხიანი მილებით შეიცვლება საკანალიზაციო ქსელიც. როგორც ომარ გოცირიძე აღნიშნავს, სამუშაოების ჩატარების პროცესში ელბაქიძის აღმართის მოსახლეობას წყლის მიწოდება არ შეუფერხდება, რადგან მათი წყალმომარაგება კომპანიამ, დროებით, ალტერნატიული 400 მმ-იანი ქსელის მეშვეობით უზრუნველყო.  

 



სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები