ახალი ამბები
...

06/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისელებს კომპანიის უფასო სერვისით სარგებლობის რეკომენდაციით მიმართავს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ახალი სერვისი მოქმედებს, რაც თბილისელი აბონენტების ინდივიდუალურად ინფორმირებას ითვალისწინებს. ნებისმიერ აბონენტს შეუძლია წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, SMS-შეტყობინების სახით, წინასწარ მიიღოს. კომპანია რეკომენდაციით მიმართავს თბილისელებს, ისარგებლონ ამ უფასო და კომფორტული სერვისით და SMS-შეტყობინების მისაღებად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ.  

 

დღეისათვის, მობილური ტელეფონის საშუალებით, წყალმომარაგების შეზღუდვა-აღდგენის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას უკვე კომპანიის 120 000-მდე აბონენტი იღებს.  SMS-შეტყობინების მისაღებად, თბილისელები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდს უნდა ეწვიონ და რეგისტრაციის გასავლელად მიჰყვნენ ბმულს:

http://www.georgianwater.com/ka/sms

რაც შეეხება იმ თბილისელ აბონენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ისინი რეგისტრაციის გავლას კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებში შეძლებენ.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ კიდევ ერთი სიახლეა დანერგილი. აბონენტებთან  პირდაპირი კავშირისთვის კომპანიის ვებგვერდზე მოქმედებს ონლაინ-ჩეთი. ცხელი ხაზის მსგავსად, თბილისელ მომხმარებლებს ონლაინ-ჩეთის ოპერატორებიც ინტერაქტიურ რეჟიმში  უწევენ მომსახურებას. 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები