ახალი ამბები
...

11/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ახლით ცვლის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ნაძალადევის რაიონში, ჭოპორტის შესახვევში მიწისქვეშა კომუნიკაციებისმოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. ქუჩაზე გამავალი ქსელების რეაბილიტაციის შედეგად, ჭოპორტის შესახვევის მაცხოვრებლებისწყალმომარაგება გაუმჯობესდება.მიმდინარე სამუშაოები, დღეს, კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძემ ნაძალადევის რაიონის გამგებელს - ზაზა გაბუნიას გააცნო.

 

ჭოპორტის შესახვევში, საერთო ჯამში,მთლიანად განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა ხანდაზმული ქსელი, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 800 მეტრს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მარტის ბოლოს იგეგმება.

 

კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილის - ომარ გოცირიძის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება წყალსადენის 500-მეტრიან ქსელს, საკანალიზაციო 300-მეტრიან ქსელს და ახლით იცვლება საცხოვრებელ სახლებამდე მიმავალი 31 განშტოება. გოცირიძის თქმით, კომპანია წყალსადენის განახლებულ ქსელებზე ასევე დაამონტაჟებს ახალ ჩამკეტ 2 ურდულს და მოაწყობს წყალსადენის 2 ახალ საკვანძო ჭას, საკანალიზაციო ქსელზე კი, პარალელურად, 6 ახალ საკვანძო ჭას მოაწყობს.

 

წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის განახლების შემდეგ ნაძალადევის რაიონის გამგეობა ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაციას და ასფალტის დაგებას უზრუნველყოფს.

 

წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე ახლით შეცვლის. ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს. 


სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები