ახალი ამბები
...

25/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს, მის მიერ დაარსებულ ძაღლების თავშესაფარში აღრიცხვის კვანძის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობის საშუალება არ მისცა.    

 

აღნიშნულ ობიექტზე  კომპანიის სამი წარმომადგენელი, პირველად, მიმდინარე წლის 19 მარტს, მრიცხველის მუშაობის ხარისხის შემოწმების მიზნით იყო მისული. იმ დღესვე, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის კომპანიის იურისტთან - ბეჟან ბეჟუაშვილთან მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 24 მარტს, 14:00 საათისთვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლები თავშესაფრის ტერიტორიაზე აღრიცხვის კვანძს სემეკის 2008 წლის N32 დადგენილების მე-6 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად მოაწყობდნენ. მიღწეული შეთანხმება დაირღვა თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან, რის გამოც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს არ მიეცათ  შესაძლებლობა, აღრიცხვის კვანძი ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაემონტაჟებინათ.


რაც შეეხება წყალმომარაგების გადასახადს, ბიზნესმენ „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციას“ მოხმარებული წყლის საფასური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერიცხება.

 

 

კომპანია”ჯორჯიანუოთერენდფაუერი”(GWP)

25.03.2015.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები