ახალი ამბები
...

24/06/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მდინარე ვერეს ხეობაში მინი-გამწმენდი ნაგებობა მოაწყო

 

დღეიდან, მდინარე ვერეში, საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღარ მოხდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მდინარე ვერეს ხეობაში, დროებით, ადგილობრივი მინი-გამწმენდი ნაგებობა მოაწყო, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებულ საკანალიზაციო კოლექტორს მიუერთა. დანადგარი კომპანიამ სპეციალურად შექმნა იმ მიზნით, რომ მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღეკვეთა. მინი-გამწმენდ ნაგებობაში დაზიანებული კოლექტორიდან გამოსული საკანალიზაციო წყლები იკრიბება, მუშავდება და იქიდან, გაწმენდილი სახით  გამოედინება.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღნიშნული საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა, რადგან მდინარე ვერეს ხეობაში გზისა და საკანალიზაციო კოლექტორის რეკონსტრუქციას, დაახლოებით, 30 დღე დასჭირდება. ამ პერიოდის მანძილზე, ადგილობრივი მინი-გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდ. ვერეში დაბინძურებული წყლები აღარ მოხვდება. რაც შეეხება საკანალიზაციო კოლექტორს, მისი პირვანდელი სახით აღდგენა საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კიდევ ერთხელ შეახსენებს დედაქალაქის მოსახლეობას, რომ თბილისელებისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით  არაგვის ხეობიდან მარაგდება.   

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები