ახალი ამბები
...

07/08/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ახლით ცვლის

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციებისმოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. სამუშაოები, რომელიც კნოლევის ქუჩაზე მიმდინარეობს, აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. უკვე შესრულებული და ჩასატარებელი სამუშაოები, დღეს, კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ - ომარ გოცირიძემ, ნაძალადევის რაიონის გამგებელს - ზაზა გაბუნიას გააცნო.

 

კნოლევის ქუჩაზე რეაბილიტაცია უტარდება 200 მმ-იან საკანალიზაციო ქსელს, ახლით იცვლება წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის ამორტიზებული 500 გრძივი მეტრი და 160 მმ-იანი გამანაწილებელი ქსელის 500 გრძივი მეტრი, ასევე განახლდება 700 მეტრი სიგრძის განშტოებები. ქუჩაზე შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 1 700 მეტრს შეადგენს. კომპანია ქსელზე დაამონტაჟებს 6  ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს, მოაწყობს წყალსადენის 3 ახალ საკვანძო ჭას და განაახლებს სახანძრო ჰიდრანტების ქსელსაც. 

 

წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის განახლების შემდეგ ნაძალადევის რაიონის გამგეობა კნოლევის ქუჩაზე სამანქანო და სავალი გზის მონაკვეთების რეაბილიტაციასა და ასფალტის საფარის დაგებას უზრუნველყოფს.

 

წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში, წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასრულდა 40 ქუჩაზე. წლევანდელი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 80-მდე ქუჩაზე ახლით ცვლის.  ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს.

 

 

კომპანია”ჯორჯიანუოთერენდფაუერი”(GWP)

06.08.2015.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები