ახალი ამბები
...

25/09/2015 ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის 700 გრძივი მეტრი, ახლით შეიცვალა.

 

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა და მოძრაობა სრულად რამდენიმე დღეში აღდგება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს. შეცვლილ ქსელებზე მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა შესაბამისი დიამეტრის ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალსადენის ახლით შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე 700 მეტრს შეადგენს.


მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე მიმდინარეობს ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. ხვალ კი აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დაიგება მეორე ფენა ასფალტის საფარი.


მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ერთობლივად ახორციელებენ.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები