ახალი ამბები
...

27/10/2015 კახეთის გზატკეცილზე, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები, გუშინ ღამიდან კახეთის გზატკეცილზე გამავალ 600 მმ-იან თუჯის მაგისტრალზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება გართულებულია და დაგეგმილზე გაცილებით მეტ დროს ითხოვს, რადგან მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე რამდენიმე სასაწყობე ნაგებობაა დაშენებული.

 

სამუშაოების დასაწყებად, კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს სასაწყობე ნაგებობების ტერიტორიაზე ადგილის გასუფთავება, ტრანშეის გათხრა და, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობების კედლების საფუძვლიანად გამაგრება დასჭირდათ. შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია სპეცტექნიკის სრულფასოვნად ჩართვა და ტექნიკურ პერსონალს სამუშაოების შესრულება, ძირითადად, ხელით უწევთ.

 

ამ მიზეზით, წყლის მიწოდება გუშინ ღამიდან შეწყვეტილი აქვს ვარკეთილის მესამე მასივს, კახეთის გზატკცილს, მოსკოვის გამზირს, ბოგდან ხმელიცკის, ბერი გაბრიელის (ჩოლოყაშვილი), ქინძმარაულისა  და მათ მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენა ხვალ, 28 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან გახდება შესაძლებელი, მანამდე კი კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით აწვდის.

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ აბონენტები ინფორმირებულნი არიან SMS-შეტობინების მეშვეობით, დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები