ახალი ამბები
...

30/10/2015 საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის მონაწილე საუკეთესო სტუდენტები `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში~ გააგრძელებენ მუშაობას

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წლევანდელი საზაფხულო სტაჟირების პროგრამით, 10 საუკეთესო ახალგაზრდა გამოვლინდა, რომელიც კომპანიაში დასაქმდება, რამდენიმე კი - ანაზღაურებადი სტაჟორის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას და პრაკტიკული ცოდნის შემდგომი გაღრმავების საშუალება მიეცემა.

 

ამის შესახებ  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კადრების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - სალომე ბაზერაშვილმა, დღეს, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს განუცხადა და მათ კომპანიაში ახლადდასაქმებული ის სტუდენტები წარუდგინა, რომლებიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა საუკეთესოდ მიიჩნია. კომპანიის სათავო ოფისში შეკრებილ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში იყვნენ ჩართულნი, შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

 

საუკეთესო სტუდენტების დასაქმების გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღო. მათი გამოვლენა, პროგრამის მონაწილე 90 ახალგაზრდას შორის, მიღებული შედეგების ანალიზის მეთოდით მოხდა. საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში პერსპექტიული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ითანამშრომლა ვაკანსიათა ბაზრობა - „JOB FAIR“-თან, ასევე, ყველა იმ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლეობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.  მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულმა სტუდენტებმა სტაჟირების კურსი, ძირითადად,  ტექნიკური მიმართულებით გაიარეს და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთნენ. მსგავსი აქციები, მოტივირებული ახალგაზრდების დაინტერესებასა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“  მათ სამომავლო დასაქმებას შეუწყობს ხელს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები