ახალი ამბები
...

11/12/2015 დღეს, კომპანია „რუსთავის წყალმა“ სემეკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

 

კომპანია „რუსთავის წყალმა“, სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს, სასამართლოს მიმართა. „რუსთავის წყალი“ სემეკის  გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიის აბონენტებისთვის ქალაქ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულის რაიონში წყალმომარაგების ტარიფი შეამცირა.

 

„რუსთავის წყლის“ მთავარმა იურისტმა, სარჩელი, დღეს, 13:00  საათზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. ბესიკ კობერიძის განცხადებით, კომპანია  სემეკის 2015 წლის 26 ნოემბრის N31 დადგენილებას ასაჩივრებს. „კომპანია „რუსთავის წყალს“ დაუდგინდა ახალი ტარიფები. მიგვაჩნია, რომ სემეკმა, არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, არასწორი ტარიფი დაადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვასაჩივრებთ სემეკის ამ დადგენილებას. ანალოგიური მიზეზის გამო, გავასაჩივრეთ თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების ტარიფებთან დაკავშირებული დადგენილებებიც“, - განმარტავს ბესიკ კობერიძე.

 

როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, „რუსთავის წყლის“ ტარიფთან დაკავშირებით, არგუმენტირებული და დოკუმენტურად დასაბუთებული პოზიციის შეჯერება სემეკთან ვერ მოხერხდა. შედეგად, ტარიფების 20%-ით შემცირებით, სემეკმა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა  გააუარესა. იმის გამო, რომ  „რუსთავის წყალი“ წამგებიანი ბიზნესი გახდა, კომპანიის მენეჯმენტი იძულებულია მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადავიდეს, ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება დაიწყოს და უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ იმ აუცილებელი პროექტების განხორციელებაზეც კი, რაც მომხმარებელთა სრულფასოვან მომსახურებას უკავშირდება. ამასთან, უახლოეს მომავალში კომპანია აუცილებლად დადგება ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე, რაც კრედიტორებთან დროულ ანგარიშსწორებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, „რუსთავის წყლის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ რეგულატორის კონტრარგუმენტები ვალიდურობას მოკლებულია, აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები