ახალი ამბები
...

20/12/2015 თბილისში, სასმელი წყლის ფილტრების რეალიზაციის მიზნით, თაღლითური სქემა მოქმედებს


კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სასმელი წყლის ფილტრების რეალიზატორი ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლები, რომლებიც თავს გერმანულ კომპანიად ასაღებენ, ონკანის წყლის ხარისხის შესახებ, მოსახლეობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ.


აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი, 19 დეკემბერს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის სხვადასხვა კორპუსების მოსახლეობას შეხვდა და მათი თანდასწრებით წყლის ვითომ „ტესტირება“ ჩაატარა, შეცდომაში შეიყვანა მაცხოვრებლები, რომ მათთან ონკანის წყალი უხარისხოა და ამ მოტივით, წყლის ფილტრების შეძენა შესთავაზა. იმავე პირმა, გასულ კვირას, ქ. რუსთავის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაც სცადა.


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიმართავს მოსახლეობას, არ გაუღონ კარი თაღლითებს და არ აყვნენ დეზინფორმაციას, არამედ მსგავს შემთხვევაში, მიმართონ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზს და საქმის კურსში ჩაგვაყენონ, თაღლითური სქემის გამოაშკარავების მიზნით.

ცნობისათვის - სასმელი წყლის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარებას ესაჭიროება 72-საათიანი კვლევა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყალი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ. კომპანიის ყველა ლაბორატორია ISO-17025 სტანდარტის შესაბამისად არის აკრედიტებული, რაც არის სასმელი წყლის ხარისხის დაცვის გარანტი.


კომპანიის უსაფრთხოების სამსახური ჩართულია თაღლითების გამოაშკარავების პროცესში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასევე აპირებს, მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები