ახალი ამბები
...

04/01/2016 წყალსადენის მაგისტრალის დაზიანება სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული

გუშინ საღამოს, საბურთალოს რაიონში, იყალთოს გორაზე, წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანება, რომლის გამოც, წყალმომარაგება საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს მცირე დროის მანძილზე, ხოლო ვაკის რაიონის ნაწილს დილის 6 საათამდე ჰქონდა შეწყვეტილი,  სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ურთულესი ავარიის აღმოფხვრა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლო, ვაკის რაიონის მოსახლეობას კი წყალმომარაგება დილის 6 საათზე აღუდგა.

 

წყალსადენის 700 მმ-იან მაგისტრალზე კერძო სახლები, ბეტონის კედლები და სხვა საყოფაცხოვრებო შენობები ტექნიკური ნორმების უგულებელყოფითაა დაშენებული, რამაც, დროთა განმავლობაში, ფოლადის მაგისტრალის დეფორმაცია და შედეგად, დაზიანება გამოიწვია.

 

GWP-მ დედაქალაქის მასშტაბით უკვე მოახდინა იმ უბნების იდენტიფიცირება, სადაც მაგისტრალური მილების გასწვრივ, სანიტარული ზონებია დარღვეული, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი მოსალოდნელი რისკების შესახებ წერილობითი გაფრთხილება გადასცა. მსგავსი დარღვევები, რომელიც განსაკუთრებით მრავლად ვაკე-საბურთალოს და გლადანი-ნაძალადევის რაიონებში ფიქსირდება, აფერხებს წყალმომარაგების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობს უსაფრთხოებას. პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებისა და მოგვარების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რაიონულ გამგეობებს მიმართავს და თბილისის მერიასთან ითანამშრომლებს.  

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები