25/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს, მის მიერ დაარსებულ ძაღლების თავშესაფარში აღრიცხვის კვანძის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობის საშუალება არ მისცა.
აღნიშნულ ობიექტზე კომპანიის სამი წარმომადგენელი, პირველად, მიმდინარე წლის 19 მარტს, მრიცხველის მუშაობის ხარისხის შემოწმების მიზნით იყო მისული. იმ დღესვე, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის კომპანიის იურისტთან - ბეჟან ბეჟუაშვილთან მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 24 მარტს, 14:00 საათისთვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლები თავშესაფრის ტერიტორიაზე აღრიცხვის კვანძს სემეკის 2008 წლის N32 დადგენილების მე-6 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად მოაწყობდნენ. მიღწეული შეთანხმება დაირღვა თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან, რის გამოც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, აღრიცხვის კვანძი ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაემონტაჟებინათ.
რაც შეეხება წყალმომარაგების გადასახადს, ბიზნესმენ „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციას“ მოხმარებული წყლის საფასური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერიცხება.
კომპანია”ჯორჯიანუოთერენდფაუერი”(GWP)
25.03.2015.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება